საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტე ალიგიერის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით, დანტე ალიგიერის საზოგადოების წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - დანტეს საერთაშორისო დღე (Dantedi 2025) აღინიშნა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დანტეს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, თემით - „კულტურულ-საგანმანათლებლო ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონო, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელი, მსოფლიოში იტალიური სკოლების გაერთიანება ADASIM-ის გენერალური დირექტორი, პროფესორი ემილიო ლოცი, ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში, პროფესორი ალესანდრო სალაკონე, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ITALS-ის ლაბორატორიის ექსპერტი, ურბინოს უნივერსიტეტის კომუნიკაციის მეცნიერებათა, ჰუმანიტარული და საერთაშორისო კვლევების კათედრის ასოცირებული პროფესორი ჯუზეპე მაუჯერი, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, ცნობილი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, საქართველოს პარლამენტის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პედაგოგები, იტალიური ენის სასწავლო კურსების მსმენელები და მიწვეული სტუმრები.

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-იტალიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციებს შორის კოლაბორაციასა და მისი სამომავლო გაფართოების შესაძლებლობებზე. დავით გურგენიძემ ასევე ისაუბრა დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტში მიმდინარე ერთობლივ საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი - „დანტეს კაბინეტი“, ხოლო იტალიურ ენას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით და ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით, მომავალი სასწავლო წლიდან, როგორც მეორე უცხოურ ენას, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შესთავაზებს.

„სასიხარულოა, რომ დიდი შოთა რუსთველის ქვეყანაში დანტე ალიგიერის საერთაშორისო დღე აღინიშნება. Dantedi-ის აღნიშვნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. წლევანდელი თემა - „კულტურულ-საგანმანათლებლო ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის“ - მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეების მეტად დაახლოებისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივითა და ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მრავალმხრივი მხარდაჭერით, ასევე, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის უშუალო ჩართულობით და საქართველოში იტალიის საელჩოს თანადგომით, ერთობლივად შემუშავდა საერთაშორისო პროექტი, რის შედეგადაც ჩვენს უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი - „დანტეს კაბინეტი“, რომელიც ინტეგრირებულია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმა Dante Global-თან. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების ეფექტური და ხარისხიანი უფასო კურსის შეთავაზებას სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. სასწავლო კურსი მთლიანად მორგებულია ევროპულ სტანდარტებსა და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე. სასიხარულოა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს ამ პროექტის მეორე ფაზა წარმატებით განხორციელდა. ამ ეტაპზე, დიდი სურვილი გვაქვს, ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისისა და საქართველოში იტალიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით, იტალიური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, მომავალი წლიდან შევთავაზოთ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. დარწმუნებული ვარ, იტალიური ენის შესწავლით განსაკუთრებით დაინტერესდებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე და დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სწავლობენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო და წარმატებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაცია იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან, სადაც, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, არაერთი ჩვენი სტუდენტი თუ ახალგაზრდა მკვლევარი იღებს განათლებას და ეწევა კვლევით საქმიანობას. უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით იტალიის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ალესანდრო სალაკონეს, რომელსაც ვთხოვ გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პირადად ჩემი საუკეთესო სურვილები ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტს, პროფესორ ანდრეა რიკარდისა და გენერალურ მდივანს, პროფესორ ალესანდრო მაზის. ვფიქრობთ, ჩვენს უნივერსიტეტს და დანტეს საზოგადოებას შორის თანამშრომლობა და მეგობრობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება. და ბოლოს, დარწმუნებული ვართ, ყველა ის სტუდენტი თუ მკვლევარი, რომელიც იტალიურ ენასა და კულტურას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „დანტეს კაბინეტის“ მეშვეობით ეზიარება, სამომავლოდ გახდება ერთგვარი კეთილი ნების ელჩი საქართველოსა და იტალიის ურთიერთობებში“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

აუდიტორიას მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, რომელმაც საქართველო-იტალიის ერთობლივ საგანმანათლებლო, უმაღლეს და სამეცნიერო პროექტებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა. დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე კი საანგარიშო მოხსენებით წარსდგა და საერთაშორისო პროექტის - „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოება და იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ - შედეგები შეაჯამა, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით განსახორციელებელ იმ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა, რითაც ხელი შეეწყობა ორ ქვეყანას შორის აკადემიური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას; დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელმა კავკასიის რეგიონში, პროფესორმა ალესანდრო სალაკონემ ახალი პროექტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან, ალიგიერის საზოგადოების გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტეს დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოებისა და იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების პროექტის მესამე ფაზა განხორციელდება; ხოლო საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე იტალიასა და საქართველოს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და PLIDA-ს საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვების მნიშვნელობას შეეხო.

დანტეს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ იტალიური ენის ინტერდისციპლინური სასწავლო კურსის მსმენელი სტუდენტები.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, დავით გურგენიძემ, თამარ ღვამიჩავამ, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ნინო ცერცვაძემ და ალესანდრო სალაკონემ პროექტის - „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოება და იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ - მონაწილე სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის ADA-ს ატესტატები და PLIDA-საერთაშორისო სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება