„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

12 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ვარკეთილის II მიკრო რაიონის, N27-ე კორპუსის მიმდებარედ აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 ივნისს საღამოს 22:00 საათიდან 13 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ვარკეთილის ზემო პლატოს, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, კალოუბნის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის ქუჩებს. აეროდრომის დასახლებას. კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ქიზიყის და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება