ვიქტორ ორბანი კობახიძეს - “მიყვარს სამშობლო“, „ვარ ჩემი ქვეყნით ამაყი“ - ასეთი ფრაზები უკვე სირცხვილად ითვლება დასავლეთში და აღარ გამოიყენება - ჩვენ სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც ასეთივე გრძნობები და სენტიმენტები გააჩნიათ

მიყვარს სამშობლო, ვარ ჩემი ქვეყნით ამაყი - ასეთი ფრაზები უკვე სირცხვილად ითვლება დასავლეთში და აღარ გამოიყენება, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ამ სიტყვების თქმა და სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც ასეთივე გრძნობები და სენტიმენტები გააჩნიათ ამ ფრაზების მიმართ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომაზე განაცხადა.

ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა და უთხრა, რომ მისთვის დიდი პატივია, უნგრეთში უმასპინძლოს.

“მიყვარს სამშობლო, ვარ ჩემი ქვეყნით ამაყი - ასეთი ფრაზები უკვე სირცხვილად ითვლება დასავლეთში და აღარ გამოიყენება, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ამ სიტყვების თქმა და სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც ასეთივე გრძნობები და სენტიმენტები გააჩნიათ ამ ფრაზების მიმართ. თქვენი ვიზიტი არის ჩვენთვის დიდი პრივილეგია იმ შედეგების გამო, რაც გაქვთ ქვეყანაში. ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება. თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი. ყოველთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ უნგრეთში", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი