პიტ ჰეგსეტი - რუსეთი აგრესორია - აშშ-ს პრეზიდენტი მშვიდობის მომხრეა ამ კონფლიქტში

რუსეთი აგრესორია, აშშ-ის პრეზიდენტი მშვიდობის მომხრეა ამ კონფლიქტში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სენატში სენატორ მიტჩ მაკკონელის (რესპუბლიკური პარტია) კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი, ჰეგსეტმა უპასუხა: “რუსეთი აგრესორია”.

ამის შემდეგ თავდაცვის მდივანს ჰკითხეს მას რომელი მხარის გამარჯვება სურს.

“როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს პრეზიდენტი მშვიდობის მომხრეა ამ კონფლიქტში. საბოლოო ჯამში, მშვიდობა ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და, ჩვენი აზრით, კონფლიქტის ორივე მხარის ინტერესებს, თუნდაც ეს შედეგი სასურველი არ იყოს ბევრისთვის ამ ოთახში და ბევრისთვის ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ჰეგსეტმა.

ამის შემდეგ მას ჰკითხეს ვის მხარესაა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

“სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ და მათმა პოლიტიკამ რუსეთი და ჩინეთი დააახლოვა. ასე რომ, ეჭვი არ არსებობს, რომ ჩინეთს ურჩევნია პუტინს კარგი შედეგი ჰქონდეს, მაგრამ მათ ასევე გახანგრძლივებული კონფლიქტი ურჩევნიათ, რომელიც ჩვენ და სხვა ქვეყნებს შებოჭილად დაგვტოვებს, როდესაც შესაძლებლობა არ გვექნება ყურადღება დავუთმოთ სხვაგან ჩინეთის მავნე გავლენას”, - განაცხადა ჰეგსეტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს