ნანუკა ჟორჟოლიანი - დამიბარეს სასამართლო პროცესზე, მიჩივის მარიამ ლაშხი, “ფეისბუქზე” დაწერილი “სტატუსის” გამო

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ტელეწამყვანი წერს, მას მარიამ ლაშხმა “ფეისბუქზე” დაწერილი პოსტის გამო უჩივლა, სადაც ჟორჟოლიანმა მას „მონა“ უწოდა.

ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

“ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, “ფეისბუქზე” დაწერილი სტატუსის გამო, სადაც მას მონა ვუწოდე. მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის.

მოსამართლეა ნინო ენუქიძე”, - წერს ჟორჟოლიანი.

მოგვიანებით, ნანუკა ჟორჟოლიანმა კიდევ ერთი "პოსტი" გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ სასამართლოში დაბარებულები არიან ასევე, ტელეწამყვანები - ვახო სანაია და ვიკა ბუკია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი - ელენე ხოშტარია და აქტივისტი - ანა სუბელიანი.

"სარჩელი დღეს შევიდა, პროცესები სასწრაფოდ ხვალვე დანიშნეს. რვის ნახევარზე დაგვირეკეს, როცა სასამართლო წესით აღარ უნდა მუშაობდეს.რატომ? ჩემი აზრით, ცდილობენ, მათე დევიძის ხვალინდელი სასამართლო გადაფარონ. ამიტომ, ხვალ მთელი დღე მთავარი თემა უნდა იყოს მათე! ხვალინდელი ფოკუსი უნდა იყოს მის პროცესზე", - წერს ჟორჟოლიანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს