ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში “უკრაინა - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა” სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაანონსებული მე-18 პაკეტი “შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, განსაკუთრებით რუსული ნავთობტანკერებისა და მისი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ”.

“ნავთობზე 45 დოლარის “ჭერი” უკეთესია, ვიდრე 60, ეს გასაგებია, ეს სიმართლეა. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ნავთობზე 30 დოლარის ჭერთან ერთად მოვა. ეს ის დონეა, რომელიც ნამდვილად შეცვლის მოსკოვში აზროვნების წესს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის პროექტი რუსულ ნავთობზე “ჭერის” 60 აშშ დოლარიდან 45 აშშ დოლარამდე დაწევას ითვალისწინებდა, ისევე როგორც რუსული ბანკების წინააღმდეგ არსებული SWIFT სისტემის გამოყენების აკრძალვის “სრულ სატრანზაქციო აკრძალვად” გადაქცევა და მისი დამატებით 22 რუსულ ბანკზე გავრცელება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს