გიგა ბოკერია - სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება კომიკური, სამარცხვინო და საგანგაშოა - ასეთი მასობრივი შეტევა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს

სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება ერთდროულად კომიკური, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავია, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ასეთი მასობრივი შეტევა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

"სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება ერთდროულად კომიკური, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავია და ამავდროულად აჩვენებს, რამდენად სტკივათ ივანიშვილის მსახურებს მსგავსი შეფასებები და როგორ უნდათ საზოგადოების თავისუფალი ნების გატეხვა.

ასეთი მასობრივი შეტევა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

იმდენად სცილდება საღ აზრს და იმდენად აბსურდულია, რომ შესაძლოა, ანალიზი საჭიროც კი არ იყოს, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმის ეს ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური და პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონს, რომლითაც ნებისმიერი აზრი, შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით - ანუ ნებისმიერი სხვა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან მოქალაქე სრულად და უპირობოდ თავისუფალია.

ცალკე ამბავია ორმაგი სტანდარტი - ეს არის რეჟიმი, რომლის პროპაგანდაც და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც არა მხოლოდ უხამსი და უცენზურო სიტყვებით ამკობდნენ ოპონენტებს და რიგით მოქალაქეებს, არამედ პირდაპირ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სავსე საჯარო განცხადებებს აკეთებენ მრავალი წელია - ამის გამორჩეული სიმბოლო დიმიტრი სამხარაძეა.

P.S. ვისი გვარებიც ახლა ფიგურირებს და ვის მიმართ შეფასებებსაც მოჰყვა ეს ამბავი - მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი - და საერთოდ ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის ნაწილია, მისი მეთაურობით, მიმაჩნია მოღალატეებად, მონებად, არარაობებად, არაკაცებად და არაქალებად... ასეთია ჩემი შეფასება", - აცხადებს გიგა ბოკერია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს