ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩავიდა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდე ვუჩიჩი უკრაინის ქალაქ ოდესაში რეგიონულ სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა. როგორც დასავლური მედია წერს, ეს მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი ლიდერის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

ვუჩიჩი უკრაინაში ერთი დღით ჩავიდა, რათა შავი ზღვის პორტ ოდესაში უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მიეღო მონაწილეობა.

სამიტში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მასპინძლობდა, ასევე მონაწილეობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსები.

მედიის ცნობით, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ თავი შეიკავა სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერისგან.

„ჩვენი (სერბეთის) ინტერესების დაცვით, მე ვიცავ როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ინტერესებს... ისევე, როგორც ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ინტერესებს“, - განაცხადა მან სერბ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მედია წერს, რომ ერთობლივი დეკლარაცია მხარს უჭერს უკრაინის მცდელობებს, იპოვოს დიპლომატიური გზა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ, ასევე მოიცავს მოწოდებას საერთაშორისო საზოგადოებისადმი, გააძლიეროს მხარდაჭერა კიევის მიმართ და თავი შეიკავოს რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის მატერიალური ან სხვა სახის დახმარების შეთავაზებისგან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს