Reuters-ი - აშშ, ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ერაყში მდებარე საელჩოს ნაწილობრივ ევაკუაციას და ახლო აღმოსავლეთიდან პერსონალის ნაწილის გაყვანას გეგმავს

აშშ, რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაზრდილი რისკების გამო, ერაყში მდებარე მისი საელჩოს ნაწილობრივ ევაკუაციას გეგმავს და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ტერიტორიიდან პერსონალის ნაწილს გაიყვანს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამერიკულმა და ერაყულმა წყაროებმა გამოცემასთან საუბარში არ დააკონკრეტეს, თუ უსაფრთხოების რა რისკებმა გამოიწვია ეს გადაწყვეტილება.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება პერსონალის ნაწილის ევაკუაციის შესახებ რეგიონში არასტაბილურ მომენტში მიიღეს. ტრამპის მცდელობები ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევის შესახებ, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა და აშშ-ის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმისთვის ემზადება.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან იმიტომ გაჰყავთ, რომ „ეს შესაძლოა სახიფათო ადგილი იყოს“. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რაიმე გაკეთდეს რეგიონში ტემპერატურის შესამცირებლად, ტრამპმა უპასუხა: „არ შეიძლება, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ძალიან მარტივია, მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი არაერთხელ დაიმუქრა ირანზე დარტყმით, თუ მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშლება. მან ოთხშაბათს განაცხადა, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად დარწმუნებულია, რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეჩერებას დათანხმდება, რაც ამერიკის მთავარი მოთხოვნაა.

ამასთან, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ ირანს დაარტყამენ, ის საპასუხო ზომებს მიიღებს რეგიონში აშშ-ის ბაზებზე დარტყმით.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე