„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უსაფრთხოების საკითხების შესახებ კამპანია - „იფრთხილე“ დაიწყო

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უსაფრთხოების საკითხების შესახებ კამპანია - „იფრთხილე“ დაიწყო. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია იმ წესების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვან ენერგო ინფრასტრუქტურის სიახლოვეს აღმოჩენისას.

„ჩვენ ვცდილობთ, მარტივ ენაზე გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ელექტრული დენი შესაძლოა სახიფათო იყოს ადამიანის სიცოცხლისთვის. გვინდა აღვწეროთ, როდის უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე“, - ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ჰოლდინგის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, კახა ქსოვრელმა განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, მესამე წელია „ენერგო-პრო ჯორჯია“, ზაფხულის სეზონზე მსგავს კამპანიას აწარმოებს, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში მომზადდა 8 ვიდეო, რომლებიც კომპანიის სოციალური ქსელით გავრცელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება