Reuters - გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთთან ომში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა განიხილოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთთან ომში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა განიხილოს.

როგორც Reuters, სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით იუწყება, პისტორიუსი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გეგმავს, სადაც ის კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხს განიხილავს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, რათა მან თავი დაიცვას და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდეს, სადაც რუსეთი მზად იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა პისტორიუსმა გამგზავრებამდე.

როგორც გამოცემა წერს, შეერთებული შტატების შემდეგ გერმანია უკრაინის მეორე უდიდესი სამხედრო მხარდამჭერია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს