პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, -ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციის - „ევროპა არის…? ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას!“ შესახებ.

„ევროპის მომავლისადმი მიძღვნილი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებისთვის საქართველოს უნივერსიტეტის მადლიერი ვარ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ევროპულ საკითხებზე მომუშავე წამყვანი მკვლევარებისა და მეცნიერების შეკრება მოახერხა. როგორც იცით, დღევანდელი სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, ის უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ამიტომ ევროპასაც სჭირდება ცვლილება, ევროპას სჭირდება ადაპტაცია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ, თბილისში, წამყვანი მკვლევარები და მეცნიერების ჯგუფი იმყოფება, რომელიც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ იქნება ევროპის მომავალი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხმის გაზიარებაც შემიძლია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება.

„როგორც ყველამ ვიცით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ერთი-ერთი ჩვენგანი, ევროკავშირის წევრი გახდება. ამდენად, ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარების ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე დებატებში იმის შესახებ, თუ როგორი ადაპტაცია უნდა მოახდინოს ევროპამ საერთაშორისო კონტექსტში. ამ ორდღიან მნიშვნელოვან აზრთა გაცვლას მოუთმენლად ველი და მიხარია, რომ ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში