„საქართველოს ბანკი“ AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance პირველი AI in Finance Awards 2025-ის გამარჯვებულები დაასახელა. დაჯილდოებების ფარგლებში საქართველოს ბანკმა უმაღლესი აღიარება მოიპოვა. იგი საცალო და კორპორაციული მიმართულებებით ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისთვის როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დასახელდა.

აღნიშნული ჯილდოები ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის წარმატებული და პასუხისმგებლიანი დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული აღიარებაა. დაჯილდოების პროგრამა CGI-სთან – გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

ხელოვნური ინტელექტს ჩვენს სტრატეგიაში ცენტრალური მნიშვნელობა უჭირავს. მას საფუძვლად უდევს ჩვენი მიზანი შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე, პერსონალიზებული და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურება როგორც საცალო, ისე კორპორაციულ დონეზე. ეს უმაღლესი შეფასება ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზაზე აღწევს, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკი მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო შემდეგ კატეგორიებში:

  • საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებითქვეყნის დონეზე; საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებითრეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);
  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებითქვეყნის დონეზე;
  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებითრეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს