„სელფი მობაილი“ ZEG ფესტივალის პარტნიორია

ქართული მობილური ოპერატორი, „სელფი მობაილი”, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.42 მლნ. აბონენტს ემსახურება, 13-15 ივნისს თბილისში დაგეგმილი, საერთაშორისო ფესტივალის ZEG პარტნიორია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ZEG-ი თავისუფალი აზრის, ტექნოლოგიისა და კრეატიულობის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმა რეგიონში, ZEG -ი სთავაზობს დამსწრეებს მრავალფეროვანი გამოსვლების მოსმენას, ასევე „ვორქშოფებსა“ და დისკუსიებზე დასწრებას.

მათივე ცნობით, ფესტივალი ZEG ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებს, ავტორებს, მკვლევარებს, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს. ფესტივალის მიზანია დიალოგის გაღრმავება და იდეების გაცვლისთვის ინსპირაციული სივრცის შექმნა.

„სელფი მობაილი“ ორიენტირებულია ისეთი ეკოსისტემის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს თანამედროვე საკომუნიკაციო გადაწყვეტებს სთავაზობს. აქედან გამომდინარე, „სელფი მობაილი“ სიხარულით უწევს მხარდაჭერას ინიციატივებს, რომლებიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ ღირებულებების გაზიარებასაც ემსახურება. ფესტივალი ZEG კი სწორედ ის სივრცეა, რომელიც ლაპარაკისა და კომუნიკაციის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის”, - აცხადებენ „სელფი მობაილში”.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ ბმულზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო