პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე - უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს

საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს, - ამის ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა.

პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმად „მათ „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებული „პოსტების“ გამო სასამართლოში იბარებენ“.

„ჩემი პოლიტიკაა, რომ სხვების კომენტარები არ შევაფასო, მაგრამ ჩემს მოვალეობას ევროკავშირის პოზიციის დაფიქსირება წარმოადგენს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალადობას ყოველთვის ვგმობთ. ძალადობას ნებისმიერი ადამიანების მიერ და ნებისმიერი ფორმით. ძალადობა მიუღებელია. ამავდროულად, ძალადობაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება. ის, რასაც ჩვენ მრავალი დღის განმავლობაში ვხედავთ, არის ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების საკითხი არ დამდგარა. ჩვენ ნებისმიერი პირის მიერ და ნებისმიერ ფორმით ჩადენილ ძალადობას ვგმობთ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, რა შეიძლება კრიზისიდან გამოსავალი იყოს, ელჩმა უპასუხა, რომ „დიალოგია საჭირო“.

„ჩემს საქმეს არ წარმოადგენს ის, რომ რომელიმე პარტიას ვუთხრა რა გააკეთოს ან რა არ გააკეთოს. რისი ხილვაც ნამდვილად მსურს, არის ის, რომ ქართველებს შორის საუბარი შედგეს, საჭიროა დიალოგი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გაიმარჯვებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე ყველა პოლიტიკური ძალა ამას ეროვნულ პრიორიტეტად მიიჩნევს. ვიმედოვნებ, რომ არსებული განსხვავებების დაძლევა მოხდება და საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება, რადგან გაფართოების პროცესი წინ მიიწევს. ეს ევროკომისიის პრიორიტეტს წარმოადგენს. უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში ჩვენ წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია