ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენაზე BAG-ში ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ბიზნესასოციაციისა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტი აქტიურად გრძელდება, ამჯერად BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენას გაეცნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მმართველ ორგანოებსა და მათ ურთიერთ დაქვემდებარებაზე, ისევე როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, განხორციელებულ საკანონმდებლო დაახლოებაზე.

ინფორმაციის თანახმად, ტრენინგის მონაწილეებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების კოორდინაციის არსებულ მექანიზმებზე, ასევე საუბარი შეეხო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და პროცედურებს, რის საფუძველზეც, დეტალურად განიხილეს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ნაბიჯები და ის საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულები, რაც სცდება ასოცირების შეთანხმების ფარგლებს.

„საქართველოს ბიზნესასოციაციისა და ჩვენი დანიელი პარტნიორების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შრომის ბაზრის განვითარება. ტრენინგის შედეგად, მონაწილეები დამოუკიდებლად შეძლებენ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პროცედურების დაგეგმვას, რაც მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მზაობისა და ინფორმირებულობისთვის. ვფიქრობთ, დანიელ პარტნიორებთან BAG-ის თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება