პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას პირველი არსებითი სხდომა გადაიდო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებულ ნიკა მელიას პირველი არსებითი სხდომა გადაიდო. პროცესი 23 ივნისს, 15:00 საათზე ჩატარდება.

სასამართლო პროცესს არ დასწრებია ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ სხდომაზე მოსამართლე ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო გააძევეს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.

შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ ადვოკატებსაც, თუმცა, მათ სხდომის გადადება ითხოვეს, ვინაიდან ბრალდებულთან მათ კონსულტაციის გავლა სჭირდებათ.

ამასთან, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ის „სამართალდამცავებმა უკანონოდ გაიტაცეს", რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

სხდომის გადადების შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურატურა და აღნიშნა, რომ ეს სხდომის გაჭიანურებას ემსახურება.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან არ გადაიხადა. სწორედ აღნიშნული გახდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს