ზურაბ გურიელიძე - ახალი ზოოპარკი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, თუმცა 13 ივნისს საინფორმაციო ტური მოეწყობა - ასევე, ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება: ჟირაფების, ანტილოპების, მარტორქების, ბეჰემოთების, აფრიკული კამეჩების

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, 13 ივნისს თბილისის ახალ ზოოპარკში დაგეგმილია საინფორმაციო ტური, სადაც გარკვეული რაოდენობის ვიზიტორს მიიღებენ.

მისივე თქმით, ახალი ზოოპარკის მშენებლობის სრულად დასრულების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ იმედოვნებს, რომ ახალი ზოოპარკი მალე გაიხსნება.

როგორც ზურაბ გურიელიძე განმარტავს, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რაც ცხოველებისთვის აუცილებელია, უკვე აშენებულია, თუმცა დასამთავრებელი.

„ჩვენ გარკვეულ დონემდე მივედით, სადაც შეგვიძლია უკვე გარკვეული რაოდენობის დამთვალიერებლების [ზოოპარკში] მიღება. ზოოპარკი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, რომ საზოგადოებას ფართოდ გავუღოთ კარი და მოვიწვიოთ. ამისთვის ჯერ ცოტა ადრეა.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 13 ივნისს თბილისის ახალ ზოოპარკში საინფორმაციო ტური დაგვემთხვია და მოგვეწვია საზოგადოების წარმომადგენლები. ჩვენ დაახლოებით 80 ადამიანზე გავჩერდით, რადგან ჯერჯერობით დამოუკიდებელ ექსკურსიებზე საუბარი არ არის, ორგანიზებულად უნდა იყოს, რადგან იქ მშენებლობა მიმდინარეობს. გამყოლების თანდასწრებით არანაირ ხიფათს არ წარმოადგენს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზებული ტური მოგვეწყო - სადაც ნახავენ როგორ მიდის მშენებლობა, რა ცხოველები გვყავს და ა.შ.

თბილისის ახალ ზოოპარკის გახსნის თარიღის დასახელება გამიჭირდება, რადგან ეს დამოკიდებულია დაფინანსებაზე. იმ დაფინანსებით, რაც ჩვენთვის წელს არის გამოყოფილი, რაღაცების გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია. დაახლოებით შემოდგომაზე უკვე მეცოდინება პასუხი, სად ვართ. ზოოპარკი რომ გავხსნათ, აუცილებელი არ არის ზოოპარკი მთლიანად იქ იყოს გადასული. იქ არსებული ცხოველები იმის საშუალებას იძლევიან, რომ პირველი ვიზიტორები მივიღოთ.

ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რაც ცხოველებისთვის აუცილებელია, უკვე აშენებულია, უბრალოდ, დასამთავრებელია. ამასთან, ძალიან ბევრი ახალი სახეობის ცხოველის ჩამოყვანა იგეგმება. მათ შორის, ჟირაფების, სხვადასხვა ანტილოპების, მარტორქების, ბეჰემოთების, აფრიკული კამეჩების და ა.შ.“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება