თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია - სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება

სოციალური დიზაინი საუკეთესო გზაა სოციალური პრობლემების დიზაინისა და ინოვაციების საშუალებით გაუმჯობესებისთვის, თანამშრომლობის და უკეთესი გარემოს შექმნისთვის. თიბისის მხარდაჭერით დიზაინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სოციალური დიზაინის დღეები“, დიზაინის სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები განიხილავენ სოციალური დიზაინის მნიშვნელობას, თანამონაწილეობითი დიზაინის, მდგრადობის, ხელმისაწვდომობის, საჯარო სერვისების, მემკვიდრეობის, სივრცეების, ურბანულ და სამოქალაქო დიზაინს.

კონფერენციის მიზანია სფეროებს შორის თანამშრომლობა, გაზიარება და სოციალური დიზაინის საკითხების პოპულარიზაცია. რაც უფრო მეტი ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის, უკეთეს გარემოსა და მეტ ღირებულებას შექმნის.

სოციალური დიზაინი მოიაზრებს პრობლემების სწორად და ერთობლივად გადაჭრას. საქართველოში, სადაც განათლების, ურბანული განვითარების და სოციალური უთანასწორობის გამოწვევები ძალიან აქტუალურია, დიზაინს შეუძლია გახდეს სისტემური ცვლილებების გადაწყვეტის საშუალება. სწორედ ამიტომ, დიზაინის ინსტიტუტის გუნდი ამ მიმართულებით მუდმივმოქმედ საგანმანათლებლო აქტივობებს გეგმავს. თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებას და მათ წინსვლას უფრო მეტად მიეხმარება. ბრენდის მიზანია წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან.

სოციალური დიზაინის დღეები დიზაინის ინსტიტუტი Polish Graphic Design და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოში პირველად ტარდება. კონფერენციას სისტემატური სახე ექნება მომავალში კვლევების, ღია განაცხადების და სხვა თემატური სერიების სახით. დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე.

პროექტის პარტნიორები: Polish Graphic Design, TBC, Kona books, GWS, GD Alco, Red Bull, Mac Georgia;

პროექტის სტუმრები: Traffic Design Studio, Otwarte Studio, Centrala Studio და ბევრი სხვა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება