ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აქტივისტის დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი გადაიდო.

სასამართლო სხდომას არ დასწრებია დავით ქაცარავა და არც მისი უფლებადამცველი.

როგორც მოსამართლე დავით თეთრაულმა განაცხადა, დავით ქაცარავას ვერ დაუკავშირდნენ და ვერ დადგენილება ჩაბარდა, რის გამოც მოსამართლემ სასამართლო პროცესის გადადება გადაწყვიტა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს - ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.

პოლიტიკოსებს - თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს

აქტივისტებს - ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს