კახა კალაძე - დაფინანსება მიმართულია კონკრეტული ქმედებებისთვის ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, რას ხმარდება ეს თანხები

დაფინანსება მიმართულია კონკრეტული ქმედებებისთვის ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, რას ხმარდება ეს თანხები - ეს თანხები ხმარდება ზიზღს, პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, მსგავსი დაფინანსებები იმით იფუთებოდა, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეებს აძლევდნენ გრანტებს.

„ზოგადად, ასეთი დაფინანსებები იმით იფუთებოდა, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეებს აძლევდნენ გრანტებს და კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის ეხმარებოდნენ. ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქე ავიღოთ, რომელსაც უყვარს ქვეყანა, პატივს სცემს ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და მათ წარადგინონ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით პროექტი - თუ მიიღებენ ისინი მათგან დაფინანსებას?

ეს დაფინანსება მიმართულია კონკრეტული ქმედებებისთვის ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, რას ხმარდება ეს თანხები. ეს თანხები ხმარდება - ზიზღს, პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, ქვეყანაში არეულობის მოწყობას და ხელისუფლების დამხობას. ეს არის მოცემულობა”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი