პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც გენპროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს წევრები დაასახელებენ

გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის და მისი თანამდებობაზე განწესების წესი შეიცვალა - გენპროკურორობის კანდიდატების შესარჩევად სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები საჭირო აღარ იქნება. მას საპროკურორო საბჭოს წევრები დაასახელებენ და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით - 78 ხმით დაამტკიცა.

მიღებული კანონით გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება, ხოლო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი ერთი კვირის ვადაში დასრულდება.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს