ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის ობიექტებზე 1.6 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის გეგმურ რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,6 მილიონ ლარია.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას ემსახურება.

მათივე ცნობით, ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის ჯამური სიგრძე 9 კილომეტრია, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.5 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა, ფილტრაციული კერების აღმოფხვრა და გეოტექნიკური სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს გვირაბის გრძელვადიან გამართულ მუშაობას.

„ჟინვალის ჰიდროკომპლექსსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, ჟინვალისა და ბოდორნას წყალსაცავებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტების საერთო ღირებულება 1.6 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟინვალის წყალგამყვან გვირაბში მიმდინარეობს, ხოლო ბოდორნას სარეზერვო არხზე სამუშაოები უკვე დასრულებულია.

აღნიშნული ინფრასტრუქტურის საშუალებით ხდება წყლის ტრანსპორტირება დედაქალაქის მიმართულებით, შესაბამისად მათი გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოს თბილისის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებას. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა „ჯივიპის“ წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი, ვიქტორ სოლისი.

კომპანიის ცნობით, „ჯივიპიმ“ უკვე დაასრულა ბოდორნას წყალსაცავისა და სარეზერვო წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები, რაც აღნიშნული ინფრასტრუქტურის სიმტკიცესა და ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება