საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტ ლაშა მაისურაძეს პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის სტუდენტს, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრ ლაშა მაისურაძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის მკლავჭიდის ჩემპიონატზე, 90 კგ და 60+ კგ წონით კატეგორიებში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას, ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

როგორც რექტორი აცხადებს, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებისა და მისი წევრის, ლაშა მაისურაძის უდიდესი გამარჯვება და ზოგადად, საერთაშორისო ტურნირებში ქართველ პარასპორტსმენთა წარმატებული ასპარეზობა ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს.

„ღრმა პატივისცემითა და სიამაყით გამსჭვალული ვულოცავ პარამკლავჭიდელ ლაშა მაისურაძეს, ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს - ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ უდიდეს გამარჯვებას! ოთხი ოქროს მედლის დაუფლება და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ნათლად მეტყველებს მის განსაკუთრებულ ნიჭზე, შრომისმოყვარეობასა და შეუპოვრობაზე. ჩვენი პარასპორტსმენების წარმატებას სწორედ ეს უნარები განსაზღვრავს. პარასპორტი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლინებაა ადამიანური სიმტკიცისა და შეუპოვრობისა. ის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე აჩვენა, მხოლოდ დაუღალავი შრომით, უდიდესი სიმტკიცითა და ნებისყოფით მიიღწევა. ქართველ პარამკლავჭიდელთა და მათ შორის ლაშა მაისურაძის გამარჯვება გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი წარმატება გამოწვევების დაძლევისკენ ორიენტირებულ სწრაფვაშია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, ლაშა მაისურაძეს დიდებულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს აკადემიურ და სპორტულ ასპარეზზე“, - აღნიშნავს დავით გურგენიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით - 126 მედლით დაასრულა. ქართველმა პარამკლავჭიდელებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში 56 ოქრო, 46 ვერცხლი და 24 ბრინჯაო მოიპოვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება