პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, სასამართლოს მეშვეობით ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს

კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მეშვეობით ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული კანონის მიღებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს, რეგულაციების ეფექტიანად აღსრულების შესაძლებლობა მიეცემა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეულ აკრძალვებს ადგენს. კერძოდ, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. აღნიშნულის აღსრულებას კი, კომუნიკაციების ეროვნული კომისია უზრუნველყოფს.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციის ეფექტიან აღსრულებას აღმასრულებელი ორგანოსთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, ხოლო იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას კანონის მიზანი და მოხდეს მისი აღსრულება, საჭიროა აღსრულების სათანადო მექანიზმების არსებობა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო