Reuters - ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა - ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ავიაკომპანია Air India-ს ცნობით, თვითმფრინავის Boeing 787-8-ის ბორტზე, რომელიც ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი.

თვითმფრინავის ბორტზე მყოფ მგზავრებს შორის 169 ინდოეთის მოქალაქე, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიისა და ერთი კანადის მოქალაქე იყო.

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად „ბევრი დაიღუპა“.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა, სამოქალაქო ზონაში ჩამოვარდა.

„შენობა, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა, ექიმების საერთო საცხოვრებელია. ტერიტორიის 70%-80% გავწმინდეთ“, - განუცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს