ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული

აშშ-ში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები აშშ-ში „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, რამდენიმე დღეა აშშ-ს კალიფორნიის შტატში თვალს ვადევნებთ დრამატულ მოვლენებს - მიგრანტებთან ხელისუფლების ძალოვნებთან დაპირისპირებას. პრეზიდენტმა ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რასაც ეწინააღმდეგებოდა შტატის გუბერნატორი და ქალაქის მერი.

ვხედავთ, რომ შეტაკებები გრძელდება. ტრამპის ხელისუფლება ცდილობს ეფექტურად მოქმედებას, რადგან პრეზიდენტ ტრამპს ძალიან უნდა თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება იმის შესახებ, რომ უკანონო მიგრანტებს ქვეყანას დაატოვინებდა.

ტრამპმა ვერ შეძლო უკრაინაში ომის დასრულება, ვერც სატარიფო პოლიტიკა აღმოჩნდა წარმატებული, ამიტომ ახლა ცდილობს მიგრანტებთან ბრძოლაში იყოს წარმატებული. მაგრამ, ახლა ბევრი ამბობს, რომ მიგრანტების წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის გამო აშშ სამოქალაქო ომის ზღვარზეა.

რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცებები?

- დღეს ასე ჩანს, აშშ-ში სამოქალაქო ომის ზღვარზე ყოფნის შესახებ საუბარი ნაადრევია, მაგრამ, ტრამპი პროცესებზე პოლიტიკურ კონტროლს კარგავს.

მიგრანტების წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციები საკმაოდ მკაცრი იყო. ახლა კიდევ უფრო გამკაცრდა. როგორც ჩანს, იმიტომ რომ ტრამპმა წააგო საერთაშორისო პოლიტიკაში, უკრაინაში ომი ვერ გააჩერა, სატარიფო ომი წააგო. მან ჩათვალა, რომ თავისი რეიტინგის ასამაღლებლად მიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლა ხელს შეუწყობდა მის შერყეულ პოპულარობას. მიგრანტების ქვეყნიდან გასახლების პირობა მას წინასაარჩევნოდ ჰქონდა მიცემული. მას ამომრჩევლისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ ძლიერი ლიდერია, სწრაფად გადაჭრა პრობლემა, მაგრამ გამოვიდა პირიქით, რადგან, ცხადად ჩანს, რომ პროცესებზე კარგავს პოლიტიკურ კონტროლს.

აშშ-ში სამოქალაქო ომის ზღვარზე ყოფნის შესახებ საუბარი ნაადრევია, მაგრამ, ტრამპი პროცესებზე პოლიტიკურ კონტროლს კარგავს

ამ მოვლენათა ფონზე მკაფიოდ გამოჩნდა ტრამპის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის ფიგურა და იგი გახლავთ კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, რომელიც დაუპირისპირდა ტრამპს. მანამდე ტრამპს პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავდა. დემოკრატიულ პარტიაში არ იყო ლიდერი, რომელიც ტრამპს დაუპირისპირდებოდა. კალიფორნიის შტატს ტრადიციულად დემოკრატები იგებენ და გუბერნატორი ნიუსომიც დემოკრატიული პარტიიდანაა.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ დამარცხებული კანდიდატი ავტორიტეტს კარგავს, კამილა ჰარისის შემთხვევაშიც ასე მოხდა და ამიტომ იყო იგი გაჩუმებული. ბაიდენი პენსიაზეა. არ ჩანდა პიროვნება რომელიც ტრამპს დაუპირისპირდებოდა.

შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ გევი ნიუსომი ფაქტობრივად გახდა ქვეყნის მასშტაბით ის ფიგურა, რომელიც ტრამპს დაუპირისპირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის გახდა დემოკრატიულ პარტიაში ერთად ერთი ლიდერი, რომელსაც აქვს შანსი შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

გევინ ნიუსომი ფაქტობრივად გახდა ქვეყნის მასშტაბით ის ფიგურა, რომელიც ტრამპს დაუპირისპირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის გახდა დემოკრატიულ პარტიაში ერთად ერთი ლიდერი, რომელსაც აქვს შანსი შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

- კალიფორნიაში მიგრანტების წინააღმდეგ ოპერაციების დაწყებას წინ უძღოდა ტრამპსა და მასკს შორის სკანდალური დაპირისპირება და საჯარო სივრცეში ურთიერთშეურაცხყოფები.

მიუხედავად ამისა, ორი დღეა მასკი სინანულს გამოთქვამს მის მიერ ტრამპის წინააღმდეგ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო.

რა გავლენას იქონიებს ტრამპსა და მასკს შორის მომხდარი სკანდალი აშშ-ს ადმინისტრაციაში არსებულ ძალთა ბალანსზე?

- ტრამპსა და მასკს შორის სკანდალი დიდი პრობლემა გახდა რესპუბლიკური პარტიისთვის. ასეა იმიტომ რომ წინა არჩევნებზე მასკი რესპუბლიკური პარტიის სპონსორი იყო. რადგან, ახლა პრაქტიკულად იწყება აშშ-ს კონგრესში შუალედური არჩევნებისთვის მზადება, ისეთი სპონსორის დაკარგვა, როგორც მასკია, რესპუბლიკური პარტიისთვის ძალიან ცუდი ამბავი იქნებოდა.

ილონ მასკი არ ეთანხმება ტრამპის საბიუჯეტო პოლიტიკას. როგორც ჩანს, ახლა ცდილობენ ტრამპსა და მასკს შორის მოხდეს გარიგება. მასკი, შუალედურ არჩევნებზე დემოკრატებს მხარს არ დაუჭერს. მასკსაც არა აქვს დიდი არჩევანი, რადგან აშშ-ში ორი ძირითადი პარტიაა.

როგორც ჩანს, ახლა ცდილობენ ტრამპსა და მასკს შორის მოხდეს გარიგება. მასკი, შუალედურ არჩევნებზე დემოკრატებს მხარს არ დაუჭერს. მასკსაც არა აქვს დიდი არჩევანი, რადგან აშშ-ში ორი ძირითადი პარტიაა

მასკმა სოციალურ ქსელში კი გამოაცხადა, მესამე პარტიას შევქმნიო, მაგრამ, ამ პარტიამ არჩევნები რომ მოიგოს, ამას დიდი დრო დასჭირდება. ასეთ მცირე დროში ახალი პარტიის პოლიტ ტექნოლოგიურად დაწინაურება ძნელად მიღწევადი საქმეა.

მასკი იძულებულია ტრამპს შეურიგდეს, მაგრამ, ტრამპსა და მასკს შორის სკანდალმა ტრამპზე ცუდად იმოქმედა. სკანდალის გამო ტრამპს სჭირდებოდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა და ეს სხვა რამ, მიგრანტების საკითხი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ტრამპმა გასცა განკარგულება მიგრანტებთან მიმართებაში სწრაფად ემოქმედათ და ამან გამოიწვია ის, რაც ახლა კალიფორნიაში ხდება.

ტრამპსა და მასკს შორის სკანდალმა ტრამპზე ცუდად იმოქმედა. სკანდალის გამო ტრამპს სჭირდებოდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა და ეს სხვა რამ, მიგრანტების საკითხი აღმოჩნდა

- 14 ივნისს ტრამპის დაბადების დღეა. დაგეგმილია ვაშინგტონში სამხედრო აღლუმის ჩატარება, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი დაესწრება.

უკვე ვიცით, რომ 14 ივნისს მთელს ქვეყანაში ასობით საპროტესტო მიტინგი გაიმართება, რომლის ლოზუნგი იქნება - „არაა მეფეებს“. აქციის ორგანიზატორთა მტკიცებით, 14 ივნისი ეროვნული დაუმორჩილებლობის დღედ გამოცხადდება.

ეს აქცია როგორ იმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაციაზე?

- საერთოდ, აშშ-ში პოლიტიკური დინამიკა სწრაფად მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, დაჩქარებულიც კია.

რამდენიმე კვირის წინ, როცა ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი დაიგეგმა, ტრამპს ეგონა რომ 14 ივნისის აღლუმი მისი, როგორც პრეზიდენტის ტრიუმფი იქნებოდა, ასეც ჩანდა, მაგრამ, კალიფორნიის სიტუაციას დემოკრატები გამოიყენებენ და შესაძლოა, პირიქით გამოვიდეს.

არაა გამორიცხული 14 ივნისს ტრამპის დაბადების დღე ტრამპის სიმბოლური დამარცხების დღე აღმოჩნდეს. ტრამპს ტრიუმფი ჰქონდა ჩაფიქრებული და ახლა შესაძლოა, პირიქითაც კი გამოვიდეს.

არაა გამორიცხული 14 ივნისს ტრამპის დაბადების დღე ტრამპის სიმბოლური დამარცხების დღე აღმოჩნდეს. ტრამპს ტრიუმფი ჰქონდა ჩაფიქრებული და ახლა შესაძლოა, პირიქითაც კი გამოვიდეს

არა მგონია რომ 14 ივნისს აშშ-ში სამოქალაქო ომი დაიწყება, მაგრამ, ფაქტობრივად შუალედური არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია და ეს დღეც ამის ნაწილი იქნება. დემოკრატებს გაუჩნდათ შანსი, რესპუბლიკელებზე პოლიტიკური რევანში აიღონ. ტრამპის პოლიტიკური მონოპოლიის პერიოდი დასასრულს უახლოვდებაა

- ფაქტია, რომ ამ მოვლენების ფონზე აშშ-ში იზრდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს გავლენა.

ვხედავთ, რომ რუბიოს პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ხედვები აქვს და მათ შეძლებისდაგვარად ატარებს. რუბიოს მხარს უჭერენ არა მხოლოდ რესპუბლიკელი კონგრესმენები და სენატორები, არამედ დემოკრატი პოლიტიკოსებიც.

სავარაუდოდ, რამდენ ხანს შეძლებს სახელმწიფო მდივანი რუბიო ტრამპისგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში?

- შეგვიძლია გავიხსენით ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა და ის, თუ როგორ ხშირად ცვლიდა იგი კადრებს მისი მმართველობისას.

ამიტომ, შესაძლოა, რუბიო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე წლის ბოლომდე დარჩეს, მაგრამ, თუ ტრამპსა და რუბიოს შორის საგარეო საკითხებზე დიდი განსხვავებები იქნა, ტრამპი რუბიოს თანამდებობაზე არ დატოვებს.

აშშ-ში მთავარი ფიგურა პრეზიდენტია და პრეზიდენტი ყოველთვის ეძებს ისეთ კადრებს, რომელიც მის პოლიტიკას გაატარებს. სხვათა შორის, ტრამპის საგარეო პოლიტიკა ახლა ელცინის პოლიტიკას ჰგავს.

ტრამპმა საგარეო მიმართულებაზე რუბიოს გადასცა უფლებამოსილებები, თუ მისი პოლიტიკა წარმატებული იქნა, ტრამპი მაშინ იტყვის, რომ ეს ყველაფერი მისი წარმატებაა, თუ რუბიოს პოლიტიკა წარმატებული არ იქნა, მაშინ გაუშვებს.

შესაძლოა, რუბიო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე წლის ბოლომდე დარჩეს, მაგრამ, თუ ტრამპსა და რუბიოს შორის საგარეო საკითხებზე დიდი განსხვავებები იქნა, ტრამპი რუბიოს თანამდებობაზე არ დატოვებს

როდესაც პრეზიდენტი მხარს არ უჭერს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც რუბიო ატარებს, მაშინ პრაქტიკულად არაფერი გამოდის. რუბიო უფრო ტრადიციული რესპუბლიკელია, ვიდრე ტრამპი. ტრამპი-რუბიოს ტანდემი კი არ ჩანს.

როდესაც ნიქსონსა და კისინჯერის ტანდემზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ისინი რესპუბლიკური პარტიის იდეების ერთგულები იყვნენ და ამიტომ იყო მათი წყვილი პოლიტიკური ტანდემი.

- ასეთ ფონზე პრეზიდენტი ტრამპი ერთი მხრივ უკრაინას აწვდის თავდაცვის საჰაერო სისტემებს, ხოლო მეორე მხრივ აწარმოებს კულუარულ მოლაპარაკებებს პუტინთან.

აშშ-ში რუსეთის ელჩის დარჩიევის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მალე მოსკოვში გაიმართება. ვხედავთ, რომ ტრამპი ჩქარობს პუტინთან შეხვედრას.

სავარაუდოდ, რატომ ჩქარობს ტრამპი პუტინთან შეხვედრას? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოსკოვში ჩავიდეს?

- არა მგონია უახლოეს ხანებში ტრამპი მოსკოვში ჩავიდეს. ჩემი აზრით, არც მოსკოვს აწყობს ტრამპის მოსკოვში ჩასვლა. კრემლს უნდა, რომ ახლა ტრამპი საერთოდ არ ჩაერიოს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში. თუ აშშ-ში ვითარება დამძიმდა და აშშ-ში სამოქალაქო ომის მსგავსი რამ დაიწყო, რუსეთს ეს ძალიან გაუხარდება.

აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მხოლოდ ფორმალური პროცესია, რომ პუტინმა ტრამპთან კავშირი არ დაკარგოს. ვიმეორებ, ახლა კრემლს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში ტრამპის ნეიტრალური პოზიცია აწყობს. პუტინისთვის ტრამპთან ნამეტანი დაახლოება სახიფათოც კია, რადგან ამით, ძალიან უკმაყოფილო ჩინეთი იქნება.

აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მხოლოდ ფორმალური პროცესია, რომ პუტინმა ტრამპთან კავშირი არ დაკარგოს. კრემლს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში ტრამპის ნეიტრალური პოზიცია აწყობს. პუტინისთვის ტრამპთან ნამეტანი დაახლოება სახიფათოც კია, რადგან ამით, ძალიან უკმაყოფილო ჩინეთი იქნება

- პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ლიბერალებს ებრძვის. საქართველოში ტრამპის ლიბერალებთან ბრძოლა დიფ სთეიტთან ბრძოლად მოინათლა.

არადა, რაც დღეს აშშ-ში ხდება არის ბიუროკრატიისა და პოლიტიკური კლასის საკმაოდ დიდი ნაწილის ბრძოლა აშშ-ში აქამდე არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებისთვის და სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის შესანარჩუნებლად.

ისინი ეწინააღმდეგებიან იმას, რომ პრეზიდენტი ტრამპი ქვეყანას ისე არ მართავდეს, როგორც მონარქი და მეფე.

როგორც ჩანს, ტრამპს მოსწონს რუსეთში პუტინის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემა, ანუ, სისტემა, როცა ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილებებს პუტინი იღებს.

უცნაური ისაა, რომ ჩვენში ტრამპის ლიბერალებთან ბრძოლას ეძახიან დიფ სთეიტთან ბრძოლას. თან ამბობენ, რომ თუ ტრამპმა დიფ სთეითი დაამარცხა, მაშინ საქართველოს არ გაუჭირდება ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება.

ტრამპს აშშ-ში ისეთივე პრეზიდენტი უნდა იყოს, როგორც რუსეთში პუტინია?

- რაც შეეხება რუსეთს, იქ არის კორპორაციული მმართველობა. პუტინი ქვეყანას მართავს, როგორც დიდ კორპორაციას.

ტრამპი ბიზნესმენია და მისთვის ქვეყნის კორპორაციული მართვა, იდეალურია. ტრამპს არ აინტერესებს ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართლის ნორმები და ასე შემდეგ. ტრამპი ავლენს მცდელობას აშშ მართოს, როგორც ერთი დიდი კორპორაცია, მაგრამ აშშ-ში ეს შეუძლებელი და არარეალისტური სცენარია.

ტრამპი ბიზნესმენია და მისთვის ქვეყნის კორპორაციული მართვა, იდეალურია. ტრამპს არ აინტერესებს ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართლის ნორმები და ასე შემდეგ. ტრამპი ავლენს მცდელობას აშშ მართოს, როგორც ერთი დიდი კორპორაცია, მაგრამ აშშ-ში ეს შეუძლებელი და არარეალისტური სცენარია

როგორც პოპულისტი პოლიტიკოსი ტრამპი იყო წარმატებული, იმიტომ რომ აშშ-ში შექმნილი იყო კრიზისული ვითარება, როდესაც კონსერვატიული ამომრჩევლები ძალიან უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ მათი ცხოვრების დონე არ იზრდებოდა. ამ პროპაგანდამ კარგად იმუშავა. ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფერში დამნაშავეა ვაშინგტონის ბიუროკრატია.

სხვათა შორის, ეს ძალიან ჰგავს ელცინის პროპაგანდას, რომელიც ხალხის ცუდად ცხოვრებას აბრალებდა კომუნისტური ნომენკლატურის პრივილეგიებს. ეს არის პოპულისტური რიტორიკა.

ტრამპს უნდა იმ პოლიტიკური სისტემის დაშლა, რომელიც დღეისათვის აშშ-შია. უკვე ვხედავთ, რომ მისი ეს მცდელობა წარმატებული არ იქნება და ტრამპი პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, დამარცხდება.

დიფ სთეიტი არის პროპაგანდისტული ტერმინი. დიფ სთეიტი არის ბიუროკრატია, მაგრამ, არა მარტო ბიუროკრატია იცავს აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ სისტემას, მას იცავს პოლიტიკური პარტიების სისტემაც, ვგულისხმობ დემოკრატიულ პარტიას და რესპუბლიკური პარტიის საკმაოდ დიდ ნაწილს. ყველა ისინი ამბობენ, რომ ეს ინსტიტუტები აშშ-მ უნდა შეინარჩუნოს.

დიფ სთეიტი არის პროპაგანდისტული ტერმინი. დიფ სთეიტი არის ბიუროკრატია, მაგრამ, არა მარტო ბიუროკრატია იცავს აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ სისტემას, მას იცავს პოლიტიკური პარტიების სისტემაც, ვგულისხმობ დემოკრატიულ პარტიას და რესპუბლიკური პარტიის საკმაოდ დიდ ნაწილს. ყველა ისინი ამბობენ, რომ ეს ინსტიტუტები აშშ-მ უნდა შეინარჩუნოს

ეს სისტემები 250 წელია აშშ-ში არსებობს, ტრამპი ლენინივით არ არის ისეთი ისტორიული ფიგურა, რომ ყველაფრის დაშლა შეძლოს. ტრამპი არის პოპულისტი, საკმაოდ წარმატებული, მაგრამ, მას არ აქვს ამ სისტემის რეფორმის ჩამოყალიბებული გეგმები.

თუ რაიმე სისტემის შეცვლა გინდა, საზოგადოებას სხვა სისტემა უნდა შესთავაზო, ამის მსგავსი პროექტი ტრამპს არ აქვს. ტრამპის პროექტი ასეთია - მე როგორც მინდა, ისე უნდა იყოს, მაგრამ, ასე აშშ-ში არ გამოვა.

თუ რაიმე სისტემის შეცვლა გინდა, საზოგადოებას სხვა სისტემა უნდა შესთავაზო, ამის მსგავსი პროექტი ტრამპს არ აქვს. ტრამპის პროექტი ასეთია - მე როგორც მინდა, ისე უნდა იყოს, მაგრამ, ასე აშშ-ში არ გამოვა

- ამას წინათ, უკრაინელი ჟურნალისტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი ვიტალი პორტნიკოვმა თქვა - „აშშ ავტორიტარული ტენდენციებითაა ფეხმძიმედ. ამ ტენდენციებიდან ამერიკას ტრამპის შემდეგაც გაუჭირდება გამოსვლა.“

თქვენც ფიქრობთ, რომ აშშ „ავტორიტარული ტენდენციებითა ფეხმძიმე“ და ეს შესაძლოა, აშშ-თვის ცუდად დასრულდეს?

- საბოლოო ჯამში ცუდად დასრულდება ტრამპისთვის, რადგან ეს იქნება მისი დამარცხება.

თუ ტრამპი წარმატებული იქნებოდა, ასეთ შემთხვევაში ის იქნებოდა ძლიერი და საკმაოდ სახიფათო ფიგურა აშშ-ს პოლიტიკური სისტემისთვის, მაგრამ, ტრამპი ყველა მიმართულებით აგებს. ახლა მიგრანტების საკითხშიც აგებს. ეს იყო მისი ბოლო კოზირი. თუ ტრამპი ამასაც დაკარგავს, პოპულარობასაც დაკარგავს და კიდევ ბევრ რამეს.

აშშ-ში ტრამპის ოპონენტებში უკვე გაჩენილია ტერმინი - „პრეზიდენტი, რომელმაც ყველაფერი წააგო“. კალიფორნიის მოვლენების შემდეგ შესაძლოა დაიწყოს ახალი პოლიტიკური ციკლი, რომელშიც დემოკრატიულ პარტიას ახალი ლიდერებით შეეძლება წარმატების მიღწევა. კალიფორნიის გუბერნატორი შეიძლება გახდეს უფრო პოპულარული ფიგურა, ვიდრე ტრამპი.

აშშ-ში ტრამპის ოპონენტებში უკვე გაჩენილია ტერმინი - „პრეზიდენტი, რომელმაც ყველაფერი წააგო“. კალიფორნიის მოვლენების შემდეგ შესაძლოა დაიწყოს ახალი პოლიტიკური ციკლი, რომელშიც დემოკრატიულ პარტიას ახალი ლიდერებით შეეძლება წარმატების მიღწევა. კალიფორნიის გუბერნატორი შეიძლება გახდეს უფრო პოპულარული ფიგურა, ვიდრე ტრამპი

- ვხედავთ, რომ ტრამპი უკრაინის საკითხში მართლაც ინარჩუნებს „ნეიტრალიტეტს,“ ევროპა კი აქტიურობს, მაგრამ, ფაქტია, რომ ამერიკის პასიურობის პირობებში ევროპას გაუჭირდება უკრაინის დაცვა.

როგორც უკრაინელი ანალიტიკოსი პორტნიკოვი ამბობს - „რუსეთი უარს ეუბნება უკრაინას არსებობის უფლებაზე. რუსეთმა უკრაინას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ მან თავის გადარჩენისთვის იბრძოლოს. რუსეთი დასავლეთს არწმუნებს რომ ზელენსკი და მისი ხელისუფლება ნაცისტები, ნაციონალისტები და ფაშისტები არიან.“

იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ტრამპია აღმოჩენილი, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის საკითხში ტრამპის ნეიტრალიტეტი?

- პრინციპში ტრამპს სხვა გზა არ აქვს დარჩენილი გარდა იმისა, რომ უკრაინის საკითხში ნეიტრალური იყოს. რუსეთთან ომის შეწყვეტაზე რეალური მოლაპარაკება არ გამოდის. პუტინს უნდა ზაფხულის სამხედრო კამპანია ჩაატაროს და ვარაუდობს რომ შედეგებიც ექნება.

უკრაინა იცავს თავს, ტრამპს ახლა მანევრისათვის არანაირი გზა არ აქვს დარჩენილი. ამიტომ, მისთვის ერთად ერთი გამოსავალია დაელოდოს რით დასრულდება უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანია.

უკრაინას ახლა მხოლოდ ევროპა ეხმარება. ახლა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი უკრაინაა

აშშ უკრაინის დახმარებაშიც მონაწილეობას არ მიიღებს. ის იარაღი, რასაც ახლა აშშ უკრაინას აწვდის, ეს ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული გადაწყვეტილებაა. ტრამპი უკრაინას ახალ პაკეტებს არ მიაწვდის. უკრაინას ახლა მხოლოდ ევროპა ეხმარება. ახლა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი უკრაინაა.

- თქვენთან დაკავშირებამდე გავრცელდა ტრამპის განცხადება რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის წარმატებით მოლაპარაკებები ტარიფებზე..

- დიახ, მეც ვნახე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების დასრულებაზე ინფორმაცია.

ტრამპმა აშშ-სა და ჩინეთს შორის ტარიფებზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდაო თქვა, მაგრამ, სინამდვილეში, აშშ-სა და ჩინეთს შორის სატარიფო ომში, რომელიც ტრამპმა დაიწყო, ჩინეთმა გაიმარჯვა. არადა, ტრამპი ამბობდა რომ მისი მიზანი იყო ტარიფების ომში ჩინეთის დამარცხება.

- რას იტყოდით ბირთვულ იარაღზე აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე?

- აქაც არავითარი შედეგი არაა. ირანი, ფაქტობრივად უარს ამბობს თავისი ბირთვული იარაღის პროგრამის შეჩერებაზე. ასე რომ ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა