ვლადიმერ პუტინი - ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ - როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ

ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც რუს ხალხს რუსეთის დღეს მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ღირსეულად უპასუხებს.

„მთელი გულით გილოცავთ დღესასწაულს, რომელიც რუსული სახელმწიფოს ძლიერ, უწყვეტ, ათას წელზე მეტხანს გავლილ გზას განასახიერებს, ხაზს უსვამს მის ისტორიასა და კულტურას, უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მრავალფეროვნებასა და ორიგინალურობას. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ამ დღესასწაულს აღვნიშნავთ და ამავდროულად რთულ გამოწვევებს ვპასუხობთ, ვიცავთ სიმართლეს და სამართლიანობას, ვიცავთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, მომავალზე ვიფიქროთ“, - განაცხადა მან.

პუტინის თქმით, რუსეთის დამარცხებას ვერავინ შეძლებს და ისინი იმავე გზას გაიმეორებენ, რისი გავლაც ნაპოლეონსა და ჰიტლერს მოუწიათ.

„ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ. რუსი ბირთვული მეცნიერები და მე, მადლობას გიხდით ნდობისთვის და შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ არ გაგიცრუებთ იმედებს და მთელი ეს ხროვა კბილებს მოიტეხს ჩვენს ბირთვულ ფარზე“, - განაცხადა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს