„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და GELi-ს ორგანიზებით, ეკონომიკის ოლიმპიადა იწყება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი 15 ივნისს ტარდება.

ინიციატივა საერთაშორისო პროექტის ნაწილია, რომელიც 2016 წელს Institute of Economic Education (INEV) მიერ ჩეხეთში შეიქმნა და მასში ყოველწლიურად 30 ქვეყნის 80 000 მოსწავლე მონაწილეობს.

საქართველოში პროექტი GELi-ს მიერ ხორციელდება.

წელსაც, ტრადიციულად, ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები:

  • სკოლის რაუნდში მოსწავლეები ქართულ ან ინგლისურ ენაზეტესტს ონლაინ დაწერენ. საუკეთესო შედეგის მქონე 200 ახალგაზრდა კი ეროვნულ ტურში იასპარეზებს;
  • ეროვნული ეტაპი თბილისში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას და შეძლებენ, დაესწრონ საინტერესო ღონისძიებებს ეკონომიკის შესახებ. ეროვნულ ეტაპზე გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა, რომლებიც ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას;
  • ბანაკის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე აგვისტოს ბოლოს საბერძნეთში გაემგზავრება და საერთაშორისო - ფინალურ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ისინი 30-მდე ქვეყნიდან შერჩეულ 100-ზე მეტ მოსწავლესთან ერთად იასპარეზებენ.

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და თავისუფალი უნივერსიტეტის პარტნიორობით კეთდება.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება