წინასწარი მონაცემებით, ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

წინასწარი მონაცემებით, ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ქალაქ აჰმადაბადის პოლიციის კომისარზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როგორც ჩანს, ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები არ არიან“, - განაცხადა აჰმადაბადის პოლიციის კომისარმა, ჯეი ეს მალიკმა.

მისი თქმით, რადგან თვითმფრინავი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა, „დაღუპულები ადგილობრივებს შორისაც იქნება“.

„დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მიმდინარეობს“, - აღნიშნა პოლიციის კომისარმა.

ამასთან, პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 100-ზე მეტი ცხედარი გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი Boeing 787-8 დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. მგზავრებს შორის 169 ინდოეთის მოქალაქე, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიისა და ერთი კანადის მოქალაქე იყო. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა, სამოქალაქო ზონაში ჩამოვარდა და მედიცინის სტუდენტების საერთო საცხოვრებელს შეეჯახა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს