გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებთან გიორგი ჯინჭარაძემ სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებისგან წამოსული ინიციატივები, იდეები და ხედვები მოისმინა.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მონაწილეობდნენ.

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა და მისი მიზანი ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენა, იდეების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა იყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება