„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში” IPOA-ს მიერ გარკვეული პროდუქციის იმპორტირებისას დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების კომიტეტის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან IPOA-ს მიერ გარკვეული პროდუქციის იმპორტიორებისას დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტარიფების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს, რაც გულისხმობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას ადმინისტრირების უნივერსალურობის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხთაგან ცალკე აღსანიშნავია დადგენილი ტარიფებიდან დღგ-ს კომპონენტის გამოყოფა, რადგან ამ გადასახადის გათვალისწინება ტარიფში არ არის თანხვედრაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებთან და, შესაბამისად, ტარიფიც დასაკორექტირებელია დღგ-ს წილის პროპორციულად.

წარმოდგენილი იქნა, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებული დასავლური ქვეყნების გამოცდილება, როგორც ტარიფების ოდენობის, აგრეთვე მათი ადმინისტრირების მიმართულებით.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ ტარიფების ამოქმედებიდან დღემდე დაგროვილი გამოცდილება და ახალ რეჟიმში მუშაობის დროს გამოვლენილი პრაქტიკული პრობლემები და სირთულეები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, მორიგი შეხვედრა გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების საკითხებსა და IPOA-ს მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია თუ რა სირთულეებს აწყდებიან ჩვენი წევრი კომპანიები ამ ტარიფების გადახდის პროცესში, ასევე, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება ადმინისტრირება და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ სწორედ ადმინისტრირების საკითხს, რადგან თუ ის არ იქნა უნივერსალური ან თუ ამ ტარიფებს არ გადაიხდის ბაზრის უკლებლივ ყველა მონაწილე, ტარიფების გადახდევინება კომპანიების ნაწილისათვის ვერ იქნება მიჩნეული სამართლიანად და ობიექტურად“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება