საბა ბუაძე - თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი

„ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ამავე პარტიის წევრი, თაზო დათუნაშვილი სასამართლო პროცესის შემდეგ მანდატურებმა გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე თქმით, თაზო დათუნაშვილი მანდატურებს ამ დრომდე „სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი“.

„თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი. ტელეფონი წაართვეს“, - წერს საბა ბუაძე „ფეისბუქზე“.

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს. დათუნაშვილი სასამართლოს შენობას ტოვებდა, რა დროსაც ის მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს