მათე დევიძის და - მოსამართლეს თუ ჰგონია, რომ 4 წელი და 6 თვე გამოამწყვდევს მათეს, ძალიან ცდება

ვითომ ეცადა მოსამართლე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო სასჯელი, მაგრამ თუ ჰგონია, რომ 4 წელი და 6 თვე გამოამწყვდევს მათეს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აქციების პერიოდში დაკავებული მათე დევიძის დამ, ელენე დევიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ელენე დევიძის თქმით, პატარა ასაკის ადამიანს სასამართლო უმიზეზოდ სჯის და თავის მართლების საშუალებას არ უტოვებს.

“ასეთი პატარა ასაკის ადამიანს სრულიად უმიზეზოდ რომ სჯი და თავის მართლების საშუალებას არ უტოვებ, ძალიან ცუდია და მათემ სწორედ ის თქვა, რომ სჯიან ჯოხისმაგვარი საგნის ქნევისთვის და რიგით მოქალაქეს ან ჟურნალისტს რომ სცემენ, შეურაცხყოფებს აყენებენ, ამაზე არავინაა დასჯილი. მაგას გაუსვა ხაზი, რომ მე თუ მსჯით, სხვებიც დასაჯეთო და ეს სრულიად სამართლიანია, კარგი იქნება, ქალბატონო გალუსტაშვილო, თუ გაითვალისწინებთ.

მოსამართლე, ვითომ ეცადა, რაც შეიძლება, ნაკლები ყოფილიყო სასჯელი, მაგრამ თუ ჰგონია, რომ 4 წელი და 6 თვე გამოამწყვდევს მათეს, ძალიან ცდება… ექვს თვეში თუ არ გამოვიდეს, აგერ ნახავთ”, - განაცხადა ელენე დევიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება