ეკა მიშველაძე - სხდომა იყო ცირკი, ფარსი და ტყუილების კორიანტელი, სამართალთან და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა - მოსამართლე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

სხდომა იყო ცირკი, ფარსი და ტყუილების კორიანტელი, სამართალთან და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. საერთოდ, რას მედავებიან, რაზე ჩივიან, ეს არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, არაფერ შუაში არ არის ყველაფერი ის, რაზეც ლაპარაკობენ, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის იყო დაბარებული.

როგორც მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან პროცესზე ნაცემი ადამიანების ფოტოები მიიტანა და რიტორიკულად იკითხა, ამ დანაშაულებზე ვინმე თუ იყო დასჯილი.

“დღევანდელი სხდომა დასრულდა და ხვალისთვის გადაიდო სარეზოლუციო ნაწილი ანუ განაჩენს ხვალ გამოაცხადებს მოსამართლე. შსს-მ მოითხოვა ჯარიმა და ხვალ ვნახავთ, რა იქნება. ალბათ ჯარიმას დამაკისრებენ, სხვა რა უნდა იყოს.

თავად სხდომას რაც შეეხება, ცირკი, ფარსი და ტყუილების კორიანტელი იყო. სამართალთან და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. საერთოდ, რას მედავებიან, რაზე ჩივიან, ეს არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, არაფერ შუაში არ არის ყველაფერი ის, რაზეც ლაპარაკობენ ესენი.

ზუსტად ვიცი, რაც იქნება და როგორც იქნება, მაგრამ მე დღეს უბრალოდ მოვედი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა. მოვიტანე ნაცემი ადამიანების ფოტოები და მარიამ ლაშხის გასაგონად, იმ ახალგაზრდას გასაგონად, შსს-ს ვინც წარმოადგენდა, მოსამართლის გასაგონად დავსვი კითხვა - ამ ადამიანებზე მოძალადეები, ვინმე დასჯილა? ვინმეს პასუხისმგებლობა დამდგარა? იცით, ვინ არიან ეს ადამიანები-მეთქი? მოსამართლემ მითხრა, მე თქვენ კითხვას ვერ დამისვამთო, მე კი ვუპასუხე, რომ რიტორიკულ კითხვას ვსვამდი და ჩემს სათქმელს ვამბობდი”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს - ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.

პოლიტიკოსებს - თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს.

აქტივისტებს - ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო