„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მათე დევიძე არის სინდისის პატიმარი -  საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს

21 წლის მათე დევიძეს ივანიშვილის სასამართლო საქართველოს სიყვარულისთვის სჯის, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მათე დევიძე არის სინდისის პატიმარი.

„დღეს ივანიშვილის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათე დევიძე ისჯება საქართველოს სიყვარულისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.

საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მათე დევიძე არის სინდისის პატიმარი.

ამ და სხვა საქმეებში აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი პარტია იყენებს ძალოვან და სასამართლო სისტემას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. კერძოდ, ადამიანების დაშინებისთვის, საზოგადოების ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დევნისთვის, ადამიანების უფლებების შელახვისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის გასანადგურებლად.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ შეურიგდნენ ამ გამაოგნებელ უსამართლობას. საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ჩვენი სამშობლოს მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ გავიმარჯვებთ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება