„გახარია საქართველოსთვის“ - ვერავინ შეძლებს მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას - თავისუფლება მათე დევიძეს!

დღეს „ოცნების" დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ, - ამ განცხადებით გამოეხმაურა პარტია ”გახარია საქართველოსთვის” აქციების პერიოდში დაკავებულ მათე დევიძის მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო, ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ.

“დღეს 21 წლის მათე დევიძეს მურუსიძის სასამართლომ 4 წელი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ დროს კი, არც ერთი ნიღბიანი მოძალადე, რომელიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ, არ დასჯილა; ქვეყანას უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო ახალგაზრდები ტოვებენ.

დღეს „ოცნების" დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ.

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე აუცილებლად დაისჯება. ვერავინ შეძლებს ამ მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!

თავისუფლება მათე დევიძეს! სოლიდარობა და გამძლეობა მის ოჯახს”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება