ბადრი ჯაფარიძე - მათე დევიძე არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო - მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს

მათე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს! , - ასე გამოეხმაურა “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მათე დევიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, “ქართული ოცნება” ამ „სისასტიკით ვერ გატეხს“ ქართველი ახალგაზრდებისა და ქართული საზოგადოების შეუდრეკელ სულს!

“თავისუფლება მათე დევიძეს!

თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 წლის მათე დევიძე დღეს აღარ არის მხოლოდ ახალგაზრდა, რომელსაც უსამართლოდ მიუსაჯეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა, არამედ ის არის უსამართლო რეჟიმის მიერ სამაგალითოდ დასჯილი, ავტორიტარიზმთან შეურიგებელი ახალგაზრდა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი!

ეს სრულიად შეუფერებელი სასჯელი, თავისი სიმკაცრით კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ „ქართული ოცნება“ ფეხქვეშ თელავს კანონს და თავის სასამართლოს იყენებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი მომავლის მხარდამჭერი, გულანთებული პროტესტანტების დასაშინებლად.

თუმცა, ამ ბრუტალურობით, ამ სისასტიკით “ქართული ოცნება” ვერ გატეხს ქართველი ახალგაზრდებისა და ქართული საზოგადოების შეუდრეკელ სულს!

მათე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს!” , - წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს