ნინო დოლიძე - მიდის რეპრესიები, რომ არ ისმოდეს განსხვავებული აზრი და დადუმდეს ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს სიბნელე, რომელსაც არ მოჰყვება სინათლე, ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი - ხელისუფლებები იცვლებიან, იმპერიებიც იმსხვრევიან

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ყოფილი თავმჯდომარე ნინო დოლიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისთვის" სამართლიანობის აღდგენა პრიორიტეტს არ წარმოადგენს და მათი ძირითადი მიზანი რეპრესიებია.

დოლიძემ აღნიშნული განცხადება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გააკეთა, სადაც მან პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ, 21 წლის მათე დევიძისთვის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეპრესიები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს - მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ პარტიებზე, საჯარო მოხელეებზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომლებიც პროტესტებში აქტიურად მონაწილეობენ.

„ამ პროცესს სამართლიანობასთან არ აქვს კავშირი. დღეს პროცესი არ იყო იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო და ადამიანი დანაშაულისთვის დასჯილიყო. ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენ ვნახეთ მოქალაქეებზე ძალადობა, ამისთვის არ გვინახავს არცერთი დასჯილი პოლიციელი. თუ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ სამართლიანობის აღდგენა არ არის საინტერესო. მათთვის მთავარია რეპრესიები სხვადასხვა მიმართულებით. მათ დაინახეს, როგორი აქტიურები იყვნენ ახალგაზრდები პროტესტის დროს, ამიტომ მიმდინარეობს რეპრესიები ახალგაზრდებზე. რეპრესიებია მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ პარტიებზე, საჯარო მოხელეებზე, ყველაზე სხვადასხვა გზით, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ ისმოდეს განსხვავებული აზრი და დადუმდეს ქვეყანა“, - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძე აცხადებს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და დარწმუნებულია, რომ ცვლილებები გარდაუვალია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობითა და შიდა უწყვეტი პროტესტის საშუალებით.

„დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პროტესტს, რომელიც დღეს გრძელდება. მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა პროტესტი გააგრძელონ. ის, რომ დღეს საქართველოში სრული უკუნი არ არის, იმის დამსახურებაა, რომ დღეს მოქალაქეები გარეთ დგანან. პროტესტს მოჰყვა სანქციები. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ იძახის, სანქციები არ მუშაობსო, ძალიან კარგად მუშაობს. მათ უწევთ მინისტრების გამოცვლა, რადგან არ არიან კომფორტულ სიტუაციაში დასანქცირებულები. ამიტომ, ბრძოლის გაგრძელებას ვხედავ პროტესტს გარეთ, ასევ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა.

არ არსებობს სიბნელე, რომელსაც სინათლე არ მოჰყვება. ყველაზე უკუნის შემდეგაც სინათლე დგება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დრო დადგება. ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი. სამყაროში არ არსებობს არაფერი სტატიკური: ხელისუფლებები იცვლებიან, იმპერიებიც იმსხვრევიან“,- განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძემ ჟურნალისტების, ოპოზიციონერების და აქტივისტების მიერ „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებული „პოსტების“ გამო სასამართლოში დაბარებაზე ისაუბრა.

დოლიძის თქმით, ზიზღისა და დისკრედიტაციული კამპანიების ინიციატორი სწორედ მმართველი პარტიაა.

„მონა“ თუ სხვა სახელებთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ეს არის შეფასებები, რომლებიც შესაძლოა ადამიანებს ჰქონდეთ. ეს არის შეფასებები და პოლიტიკურ ფიგურებს აქვთ თმენის ვალდებულება. ამიტომ, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის შეურაცხმყოფელი და ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. ის, რაც ახლა ხდება არის სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა და ასევე ცენზურა, რომ მომავალში ადამიანებმა ჯარიმების შიშით, არ გამოიყენონ მსგავსი ეპითეტები.

„ქართული ოცნება“ არის ზიზღისა და დისკრედიტაციულო კამპანიების ინიციატორი, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო“, - განაცხადა დოლიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში