გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი - მზად ვართ, რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ, მათ შორის, ახალი სანქციებით და ახალი ზომების მიღებით

მზად ვართ, რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ, მათ შორის, ახალი სანქციებით და ახალი ზომების სწრაფად მიღებით. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ავრცელებენ.

ერთობლივი განცხადება 12 ივნისს რომში გამართულ შეხვედრას მოჰყვა, რომელშიც ასევე, მონაწილეობას იღებდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა.

“გავიმეორეთ ჩვენი მზადყოფნა, გავაძლიეროთ რუსეთზე ზეწოლა იმის ფონზე, რომ ის უარს ამბობს სერიოზულ და სანდო ჩართულობაზე, მათ შორის, მეტი სანქციებითა და მათთვის გვერდის ავლასთან დაპირისპირებით. ასევე, მზად ვართ, სწრაფად მივიღოთ ახალი ზომები (განსაკუთრებით ენერგეტიკულ და საბანკო სფეროებში), რომელთა მიზანია, ძირი გამოუთხაროს რუსეთის აგრესიული ომის გაგრძელების შესაძლებლობას და უზრუნველყოს, რომ უკრაინა საუკეთესო შესაძლო პოზიციაში იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მზად ვართ, გავყინოთ ჩვენს იურისდიქციებში რუსული სუვერენული აქტივები მანამდე, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას და მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს.

სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ასევე, უნდა მოიცავდეს ადეკვატურ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, დაწყებული ძლიერი უკრაინული არმიითა და თავდაცვის ინდუსტრიით. ამ მხრივ, ძლიერ ტრანსატლანტიკურ ერთობაზე დაყრდნობით, უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ ინიციატივებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად; მხად ვართ, ჩვენი მხარდაჭერა გავაფართოოთ, მათ შორის უკრაინასთან თავდაცვით-ინდუსტრიული თანამშრომლობის გაუმჯობესებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვითი თანამშრომლობის დამატებითი ფორმების შესწავლით, რაც ერთ ხაზშია უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩვენს მხარდაჭერასთან.

ასევე გავაგრძელებთ აშშ-სთან ამაზე მუშაობას” , - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს