მომიტინგეები აცხადებენ, რომ ღამეს ჭავჭავაძის გამზირზე გაათენებენ

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან ღამეს გაათენებენ.

დემონსტრანტები მხარდაჭერას უცხადებენ მსჯავრდებულ მათე დევიძეს და აქციების დროს დაკავებულ სხვა მოქალაქეებს.

„საიდანაც დაიწყო პროტესტი, იქ ვათენებთ ღამეს მათე დევიძისთვის, სინდისის პატიმრებისთვის“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები ხმის გამაძლიერებლით მოუწოდებენ მოქალაქეებს, შემოუერთდნენ პროტესტს.

ისინი სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი”, “ძირს უსამართლო სასამართლო”.

თავდაპირველად, მას შემდეგ, რაც სასამართლოში მათე დევიძის განაჩენი გამოცხადდა, მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მათ სიმბოლურად, სწორედ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს, ადგილი, სადაც გასული წლის 19 ნოემბერს მათე დევიძე დააკავეს. მოგვიანებით, მომიტინგეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის, თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეებს ორი კარავი აქვთ გაშლილი.

ინფორმაციისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება