ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა

ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, ისრაელმა დაიწყო „პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად.

მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.

თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის ხელში არსებული მასობრივი განადგურების იარაღი „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს ისრაელისთვის და ფართო მსოფლიოსთვის.

„ისრაელის სახელმწიფოს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ შეასრულოს ვალდებულება, იმოქმედოს თავისი მოქალაქეების დასაცავად“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დარტყმები ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ნაწილი იყო და დასძინა, რომ ირანი ისრაელის გადარჩენისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნე იმ საფრთხის შემცირებაა, რომელიც ირანის მხრიდან ირანის გადარჩენას ემუქრება. ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება გავრცელების აღმოსაფხვრელად. ბოლო თვეებში ირანმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც აქამდე არასდროს გადაუდგამს, ნაბიჯები გამდიდრებული ურანით იარაღის შესაქმნელად. თუ არ შეჩერდება, ირანს შეუძლია ძალიან მოკლე დროში შექმნას ბირთვული იარაღი. ეს შეიძლება ერთ წელიწადში მოხდეს. ეს შეიძლება რამდენიმე თვეში მოხდეს, ერთ წელზე ნაკლებ დროში. ეს აშკარა და რეალური საფრთხეა ისრაელის გადარჩენისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ირანული მედიის ცნობით, დედაქალაქ თეირანში აფეთქებების ხმები ისმოდა. მათივე ინფორმაციით, თეირანის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში - იმამ ხომეინის სახელობის საერთაშორისო ეროპორტში - ყველა ავიარეისი შეჩერებულია. ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ თეირანში რევოლუციური გვარდიის შტაბ-ბინას დაარტყეს.

ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ქვეყანა ირანის მხრიდან შურისძიებას ელოდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის