მარკო რუბიო - ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში ჩართულები არ ვართ

ჩვენ არ ვართ ჩართულები ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ისრაელმა გვაცნობა, რომ მათი აზრით, ეს ქმედება აუცილებელი იყო თავდაცვისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა და ადმინისტრაციამ გადადგეს ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენი ძალების დასაცავად და მჭიდრო კონტაქტში არიან ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან. მოდით, ნათლად განვაცხადოთ: ირანის სამიზნე აშშ-ის ინტერესები ან პერსონალი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს