ანტონიო გუტერეში ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს და მხარეებს მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„გენერალური მდივანი განსაკუთრებით შეშფოთებულია ირანში ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებით მაშინ, როცა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ირანის ბირთვული პროგრამის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის განცხადებაში.

მისი თქმით, გაერო-ს გენერალური მდივანი მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ უფრო ღრმა კონფლიქტში ჩაფლობა.

„გენერალური მდივანი ორივე მხარეს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და ნებისმიერ ფასად თავიდან აიცილონ უფრო ღრმა კონფლიქტში ჩაძირვა, სიტუაცია, რომლის ატანასაც რეგიონი ძნელად თუ შეძლებს“, - აღნიშნულია ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, ისრაელის თავდასხმა დაგმონ.

უწყების მტკიცებით, თავდასხმა „გლობალურ უსაფრთხოებას უპრეცედენტო საფრთხის წინაშე აყენებს“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ისრაელის მთავარ მხარდამჭერს უწოდებს და აცხადებს, რომ მას თავდასხმის შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია