დონალდ ტრამპის განცხადებით, წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ ისრაელი ირანს დაარტყამდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით წინასწარ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ისრაელი ირანზე დარტყმებს განახორციელებდა და ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

„ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, აკვირდება ნებისმიერ საპასუხო ქმედებას და აშშ-ის ცენტრალური სარდლობა მაღალი დონის მზადყოფნაშია. დონალდ ტრამპის მტკიცებით, აშშ მზადაა დაიცვას საკუთარი თავი და ისრაელი, თუ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.

Fox News-ის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების კაბინეტში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს, სადაც ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს განიხილავენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ტრამპი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს გონივრული წინადადება წარუდგინა და პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს