მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა -საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია (http://onlinereg.moh.gov.ge/login.html) და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გამოცდები არსებული, მოქმედი წესების შესაბამისად გაიმართება. რეგისტრაციის ტექნიკური საკითხები, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

პროფესიული განვითარების საბჭოზე ჯანდაცვის მინისტრმა აღინიშნა, რომ დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მიმართულებით რეფორმაზე მუშაობა გრძელდება, რათა შემდეგი ეტაპი განხორციელდეს დახვეწილი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული სისტემის საშუალებით. ცვლილებები საგამოცდო ტესტების დახვეწასა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას მოიცავს, რაც კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექიმის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რეფორმის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს საბჭოს წევრმა ექიმებმა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ექიმებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება