ნიკა გვარამია - ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას, ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო, გადავიხდი - სადაც საჭიროა, იქ მივალ და აღსრულება მოხდება: შემასახლებენ ციხეში

მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო გადავიხდი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი პროცესის პარალელურად, ის „მივა იქ, სადაც საჭიროა“.

„რა უნდა გითხრათ საქმეზე, რომელიც შეკერილია და რომელიც ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის მიმართ აღიძრა რომელიც იქ, იმ კომისიაზე არ მივიდა?! რეალურად კომისია კონსტრუქციის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი. არც მე არ მივალ, მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო გადავიხდი. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ ჩემი სინდისისა და საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. სადაც საჭიროა, იქ მივალ და აღსრულება მოხდება - შემასახლებენ ციხეში, რუსთავის ან რომელიმე სხვაში, რასაც გადაწყვეტენ. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს ის ვითარებაა, როცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. „ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ“ - რაც ზურამ თქვა, იმას გავიმეორებ. ნამდვილად, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ! ჩვენ არ გაქვს უკან დასახევი გზა, ჩვენ უკან არის ჩვენი სამშობლო. ამიტომ მზაობა უნდა იყოს ყველაფრისთვის. ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, ჩვენი თაობების. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ეს არ აღვასრულოთ. შავი ფურცელი იქნება ისტორიაში ჩვენ, ეს თაობები თუ ვერ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. იმიტომ, რომ ეს მოახერხეს ჩვენმა წინაპრებმა, მოიტანეს აქამდე ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი თაობაც ითხოვს, რომ ევროპაში შევიყვანოთ საქართველო, რაც უნდოდათ ჩვენს დიად წინაპრებს. ნამდვილად არ შემეშინდება ამის თქმა - საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა და არ უნდა ჩავაბაროთ რუსეთსა და ივანიშვილის მარიონეტულ რეჟიმს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა