თურქეთის მმართველი პარტია - უმკაცრესად ვგმობთ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ უკანონო თავდასხმას

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი, ომერ ჩელიკი მკაცრად გმობს ირანზე ისრაელის თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს არის უკანონო თავდასხმა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმურობა და გამართლება არ გააჩნია, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„უმკაცრესად ვგმობთ ამ უკანონო თავდასხმას. ისრაელის თავდასხმას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმურობა ან გამართლება. ეს ბარბაროსული აგრესიაა“, - განაცხადა ჩელიკმა.

მისი თქმით, მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაფრთხილებებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ქმედებების შედეგების შესახებ.

„მთელმა მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენი პრეზიდენტის გაფრთხილებებს ნეთანიაჰუს მთავრობის გენოციდური ქმედებების შედეგების შესახებ“, - აღნიშნა თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ისრაელის მიერ თავდასხმის იმ დროს განხორციელებამ, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისრაელი მტრულად არის განწყობილი ყველა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ.

ომერ ჩელიკის თქმით, ისრაელის აგრესია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს და საერთაშორისო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს.

„ისრაელის აგრესია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მთელმა მსოფლიომ მის წინააღმდეგ საერთო კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს“, - განაცხადა თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი