მაია კოპალეიშვილი - კოალიციის სამი ლიდერის გისოსებს მიღმა ყოფნა ნამდვილად რთულია, მაგრამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში  მხნედ ვართ - მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი ლიდერებთან იქნება შეთანხმებული

საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის! ქვეყანა უკვე შესულია რუსეთის მმართველობის ქვეშ და ოფიციალური გაფორმებაღა დარჩა! იგივე ბელარუსული მეთოდები მოქმედებს! – ეს შეფასება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.

როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, კოალიციის სამი პოლიტიკური ლიდერის გისოსებს მიღმა ყოფნა ნამდვილად რთულია, მაგრამ „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“ არიან მხნედ.

კოპალეიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის“ მიზანია, რომ პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური ოპონენტები გისოსებს მიღმა ჰყავდეს.

„რეჟიმი ასე ფუნქციონირებს. ჩვენ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ძნელია ვილაპარაკოთ სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპებზე მაშინ, როცა რეჟიმი და ავტოკრატიული მმართველობა უკვე გაფორმებულია! რეჟიმი ცდილობს ყველა ოპონენტი ჩამოიშოროს გზიდან და თვითონ მუდმივად იყოს ხელისუფლებაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასამართლო „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის მიერ სრულად არის უზურპირებული. კოალიციისთვის ძალიან მძიმე დანაკლისია, რომ მისი სამი ლიდერი გისოსებს მიღმა იქნება, მაგრამ კოალიციას, როგორც მონოლითურ გაერთიანებას, ისე უნდა შევხედოთ. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, პრინციპულები და ჩვენი ყველა ნაბიჯი ლიდერებთან იქნება შეთანხმებული. ყველა ლიდერი გვამხნევებს - ეს არის ჩვენი კოალიციის ლიდერების ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

კოპალეიშვილმა “დღის ნიუსრუმში“ ნოემბრის აქციების დროს დაპატიმრებული მათე დევიძის განაჩენზეც ისაუბრა. მისი თქმით, "გისოსებში 21 წლის ბიჭი გამოკეტეს, მაშინ როცა მოსამართლე ვალდებულია და სტანდარტიც ასეთია, რომ ახალგაზრდის მიმართ სასჯელის შემსუბუქებული ფორმა იყოს გამოყენებული".

როგორც ამ კონტექსტში კოპალეიშვილმა აღნიშნა, თუ საქმე პოლიტიკურად სენსიტიურია და “ქართული ოცნების“ პოლიტიკით არის გაჟღენთილი, იქ სასამართლო არ არსებობს და არ ფუნქციონირებს.

მისი პროგნოზით, სინდისის სხვა პატიმრების საქმეც იგივე მიმართულებით წავა, როგორც ეს მათე დევიძის საქმის შემთხვევაში მოხდა.

“სასამართლო მთლიანად უზურპირებულია ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში სასამართლო ფაქტობრივად გაუქმებულია. მოსამართლე შეიძლება მოსამართლე ყოფილიყო, მაგრამ მოსამართლის სამართალი მაშინ იქნება თუ ეს პოლიტიკურად “ქართულ ოცნება“ აწყობს და მას ამას “ქართული ოცნება“ დაავალებს. სხვა შემთხვევაში, მოსამართლეებისგან მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ამ ყველაფრის უკან ადამიანის ბედი დგას და ჩვენ ისეთ მოსამართლეებს ვხედავთ, რომლებიც ადამიანის ბედის და მომავლის მიმართ საერთოდ ნეიტრალურები არიან. მათე დევიძის მოსამართლისთვის სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან ასეთი მოსამართლისთვის რაიმეს თქმას აზრი არა აქვს. როდესაც ამის მომენტი დადგება, ისინი აუცილებლად “ვეტინგს“ უნდა დაექვემდებარონ“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება