პეტრე ცისკარიშვილი - ნიკა გვარამიას გარშემო აბსურდის თეატრი ტრიალებს

ნიკა გვარამიას გარშემო აბსურდის თეატრი ტრიალებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, გვარამიას მიერ დროებით საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა, “ნამდვილად არ არის კანონდარღვევა და არალეგალური მოქმედება”.

“როცა თვითმარქვია პარლამენტის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული რეჟიმის არაკანონიერი კომისია გიბარებს და არ მიდიხარ, ეს კანონდარღვევა და არალეგალური მოქმედება ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიას გარშემო აბსურდის თეატრი ტრიალებს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.

შეგახსენებთ, რომ გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით თავდაპირველად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს